Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დე პაულის ტრანსფერზე ოცნებას განაგრძობს, თუმცა…

უდინეზეს როდრიგო დე პაული უკვე რამდენიმე წელია ნერაძურის სატრანსფერო რადარზე იმყოფება, მაგრამ რთული ფინანსური სიტუაციის გამო გუნდი მის გაფორმებას ვერ ახერხებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერში ტრანსფერის წინააღმდეგი არც თავად არგენტინელი ნახევარმცველია, მაგრამ Tuttosport-ის ცნობით, ნერაძური მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 45 მილიონის გადახდას ვერც ზაფხულში მოახერხებს.

წყაროს ცნობით, პიერო აუსილიო უდინეზეს ფეხბურთელის 2-წლიან იჯარას შესთავაზებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრიულიანელები ამ წინადადებას დათანხმდებიან.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ ინტერმა კრისტიან ერიქსენის გაყიდვა და მის სანაცვლოდ მიღებული თანხით დე პაულის ყიდვა სცადოს, თუმცა დანიელი ფეხბურთელის ხელფასის გათვალისწინებით რთული წარმოსადგენია, რომ მისი გაფორმება ვინმემ მოინდომოს…

გათიშვა