Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დიბალას სიტუაციას ყურადღებით აკვირდება

FcInterNews-ის ინფორმაციით, ინტერის გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა იუვენტუსის ფორვარდის პაულო დიბალას სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და თუ ის ტურინულ გრანდთან ხელშეკრულებას უახლოეს კვირეებში არ გაახანგრძლივებს, მზად არის ლა ჯოიას აგენტთან მოლაპარაკებები წამოიწყოს.

დიბალას მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან სეზონის ბოლოს იწურება და უკვე დიდი ხანია იწერება, რომ მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა ჯერჯერობით არგენტინელ ფეხბურთელს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია და მოარული ხმების მიხედვით, ტურინელები მისი ხშირი ტრავმიანობის გამო იმ თანხის გადახდას აღარ აპირებენ, რომელზეც აქამდე იყვნენ შეთანხმებული.

მაროტა, რომელსაც კარიერაში უფასოდ არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი დაუმატებია, ლა ჯოიას ნიჭის მოყვარულია და ის 28 წლის არგენტინელს ინტერის რიგებში დიდი სიამოვნებით ნახავდა…