Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ედერის დაბრუნებას განიხილავს

ანტონიო კონტე უკვე დიდი ხანია, რაც შეტევის ხაზში რომელუ ლუკაკუს შემცვლელის გაფორმებას ითხოვს, თუმცა რთული ფინანსური სიტუაციის გამო ინტერს ძვირიანი ტრანსფერის განხორციელების საშუალება არ აქვს და იაფიან ვარიანტებს განიხილავს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ინტერი ედერის დაბრუნებას განიხილავს. 34 წლის ფეხბურთელმა ნერაძურის რიგებში 2016-18 წლებში ითამაშა და 86 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა.

ის ამჟამად ჩინეთის სუპერ ლიგაში ჯანგსუ სუნინგის ღირსებას იცავს. ინტერიც და ჯანგსუც Suning-ს ეკუთვნის, ამიტომ მისი ნერაძურიში ტრანსფერი ძალიან მარტივია.