Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ედინ ჯეკოს არ ივიწყებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი და პირადად ანტონიო კონტე რომას ედინ ჯეკოს არ ივიწყებს და მისი მოთხოვნით ნერაძური ბოსნიელი ვეტერანის გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

გუშინ ჯეკომ აიაქსის კარში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და გუნდს ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლის საშუალება მისცა, მაგრამ ფონსეკასთან მომხდარი კონფლიქტის გამო მისი გუნდიდან წასვლა სეზონის ბოლოს გადაწყვეტილია და ინტერი ამ ეტაპზე მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს.

ინტერი უკვე დიდი ხანია, რაც რომელუ ლუკაკუს დამხმარეს ეძებს და კონტეს აზრით, ჯეკო ამისთვის იდეალური ვარიანტია.