Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ევროპაში საუკეთესოა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი ევროპის მასშტაბით ერთ მატჩში საშუალო ქულების რაოდენობით პირველ ადგილზეა.

ინტერმა სერია ა-ს 30 მატჩში 74 ქულის მოპოვება მოახერხა, რას ერთ შეხვედრაში საშუალოდ 2.47 ქულაა, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

პეპ გუარდიოლას მანჩესტერ სიტის ანალოგიურად 74 ქულა აქვს, მაგრამ ქალაქელებმა ინტერთან შედარებით 2 შეხვედრით მეტი ჩაატარეს და მათი საშუალო ქულის რაოდენობა ერთ მატჩში 2.31 ქულა გახლავთ.

ანტონიო კონტეს ინტერში მისვლის შემდეგ, ნერაძურიმ შიდა ჩემპიონატში 47 მატჩი მოიგო, რაც ამ პერიოდში პეპ გუარდიოლას 49 გამარჯვების შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.