Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ემერსონ როიალის აგენტს შეხვდა

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერი დღეს ბარსელონას ემერსონ როიალის აგენტს შეხვდა, რამაც ჰაკიმის გუნდიდან წასვლის შესახებ ხმები კვლავ აქტუალური გახადა.

ნერაძურის ფინანსური ბალანსის დასაცავად ერთ-ერთ ვარსკვლავის გაყიდვა უწევს და უკვე დიდი ხანია იწერება, რომ ინტერი გუნდიდან აშრაფ ჰაკიმის გაუშვებს, რომლის ტრანსფერზეც პსჟ და ჩელსი იბრძვიან.

რამდენიმე დღის წინ ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მხარეები სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ და ბოლო საათებში წინა პლანზე ჩელსის კანდიდატურამ წამოიწია.

ინტერს ჰაკიმის 80 მილიონად გაყიდვა სურს და მის შემცვლელად სწორედ ემერსონ როიალს მოაზრებს. 22 წლის მარჯვენა მცველი დაახლოებით 20 მილიონად არის შეფასებული. ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა ინტერის სათაო ოფისი უკომენტაროდ დატოვა.