Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ერიქსენის გაყიდვის იმედს არ კარგავს

ანტონიო კონტემ ფიორენტინასთან მატჩში კრისტიან ერიქსენი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დანიელი ფეხბურთელი კონტეს ტაქტიკას ვერ ერგება და Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, ეს კიდევ ერთი ნათელი სიგნალი იყო იმისა, რომ ნერაძურიმ ერიქსენი უნდა გაყიდოს.

ნერაძური ფიორენტინასთან მატჩში 3 – 2 მარცხდებოდა, თუმცა არტურო ვიდალის და აშრაფ ჰაკიმის გამოჩენის შემდეგ, გუნდმა თამაშის შემოტრიალება და 3 ქულის მოპოვება მოახერხა, თუმცა ერიქსენის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ანალოგიური სიტუაციაა ივან პერიშიჩთან დაკავშირებით. გუნდი მის გაყიდვას გასული სეზონის დასრულების შემდეგ ცდილობს და უამრავი კლუბის ინტერესის მიუხედავად, ოფიციალური წინადადებით არც ერთ მათგანს არ მიუმართავს და თუ ასე გაგრძელდა, პერიშიჩს კონტეს ტაქტიკასთან შეგუება და გუნდში დარჩენა მოუწევს.