Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ერიქსენის გაცვლას ცდილობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი კრისტიან ერიქსენის გაშვებას და მის სანაცვლოდ ფეხბურთელის მიღებას გეგმავს.

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, რომ გრანიტ ჯაკამ, რომელიც ერიქსენის სანცვლოდ ინტერში გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, კარიერის იტალიაში გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

წყაროს მტკიცებით, ამ ეტაპზე ინტერი ორ ვარიანტს განიხილავს. პირველი მათგანი ლეანდრო პარედესია და სხვადასხვა იტალიური წყაროს ინფორმაციით, გუნდები შესაძლო ბარტერზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

მეორე ვარიანტი კი მანჩესტერ იუნაიტედის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედია, მაგრამ წითელი ეშმაკები ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს…