Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ერიქსენს გამოსამშვიდობებელ საღამოს მოუწყობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი 2022 წლის დასაწყისში ერთ-ერთი საშინაო მატჩის წინ კრისტიან ერიქსენს გამოსამშვიდობებებლ საღამოს მოუწყობს.

როგორც მოგეხსენებათ, ერიქსენმა გუშინ ინტერთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, რადგან მას გულის დეფიბრილატორის იმპლანტის გამო იტალიაში სპორტული აქტივობის უფლება არ ჰქონდა.

ნიკოლო შირას ინფორმაციით, დანიელი ფეხბურთელი მილანს კიდევ ერთხელ ეწვევა და სან სიროზე ქომაგებთან გამომშვიდობების საშუალება ექნება.