Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ერიქსენს გაყიდის

Calciomercato-ს ინფორმაციით, ინტერში გატარებული 8 თვის შემდეგ, ნერაძური კრისტიან ერიქსენის გასაყიდად ემზადება.

წყაროს მტკიცებით, ანტონიო კონტეს ერიქსენი არასოდეს არ ნდომებია და მის გეგმებშ ის არ შედიოდა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე  უფრო ხშირად რჩებოდა, ვიდრე ძირითად შემადგენლობაში…

ინტერმა ერიკსენში 27.5 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც დღესდღეობით მისი დონის ფეხბურთელში ძალიან კარგი გარიგებაა და თუ ნერაძური მას გაყიდის, დიდი ალბათობით ფინანსურ მოგებაში წავა.

არ არის გამორიცხული, რომ ინტერმა ფეხბურთელი რომელიმე ტრანსფერში გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნერაძური მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.

Leave a Reply

Your email address will not be published.