Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ერიქსენს 30 მილიონად ყიდის

ინტერმა კრისტიან ერიქსენი სატრანსფერო ფანჯარაზე ოფიციალურად დააყენა და მას კონკრეტული ფასიც დაადო. ნერაძური მზად არის, დანიელი ფეხბურთელი 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.

ანტონიო კონტემ ერიქსენი რეალთან მატჩში ბოლო 6 წუთი ათამაშა, როდესაც გუნდი 10 კაცით იყო დარჩენილი და 2 – 0 აგებდა, რაც გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელმა შეურაწყოფად მიიღო და ისედაც ცუდი ურთიერთობა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის უფრო გააფუჭა.

კორონა ვირუსის გამო არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინტერი ფეხბურთელების გაცვლაზეც არ იტყვის უარს. მათ რამდენიმე ვარიანტი აქვთ, მათ შორის პსჟ-ს პარადესი, ბაიერნის ტოლისო, არსენალის ჯაკა და მანჩესტერის ფრედი.