Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ესპოსიტოს და აგოუმეს იჯარით უშვებს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი სებასტიანო ესპოსიტოს და ლუსიენ აგოუმეს ერთ-წლიანი იჯარით გაასხვისებს.

ესპოსიტო მომავალ სეზონს სერია ბ-ს გუნდში, სპალში გაატარებს, სადაც მისი უფროსი ძმა, სალბატორე თამაშობს.

აგოუმე კი სერია ა-ში ახლად დაწინაურებულ გუნდში, სპეციაში გააგრძელებს კარიერას.

დიდი ალბათობით გუნდს იჯარით დატოვებს ედი სალკედოც, რომელიც სავარაუდოდ ვერონას დაუბრუნდება.

ნახსენები ტრიოს გარდა, ინტერი კიდევ ლორენცო პიროლას იჯარაზეც მუშაობს, რომლის გაფორმების სურვილიც პესკარამ დააფიქსირა.

Leave a Reply

Your email address will not be published.