Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ვერონას ახალ წინადადებას უმზადებს

ნერაძური ვერონას ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, მარაშ კუმბულას სანაცვლოდ 2 ფეხბურთელს და ფულს შესთავაზებს.

იტალიური მედიის მტკიცებით, ინტერი მზად არის ალბანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო, ედი სალკედოს უფლებათა პაკეტი და სებასტიან ესპოსიტოს ან ლუციენ აგოუმეს ერთწლიანი იჯარა შესთავაზოს.

კუმბულა, რომელიც იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ უკანახაზელად ითვლება, არაერთი გრანდის სამიზნეა, თუმცა ფეხბურთელმა ინტერში გადასვლის სურვილი უკვე დააფიქსირა.

Leave a Reply

Your email address will not be published.