ინტერი ვერტონგენს შეეშვა და ყურადღება ნიცას მცველზე გადაიტანა

Tuttosport-ის მტკიცებით,ინტერმა იან ვერტონგენის გაფორმება ასაკის გამო გადაიფიქრა და მას ნიცას ფრანგი უკანახაზელი,მალანგ სარი ამჯობინა.

გამოცემის მტკიცებით,21 წლის ცენტრალურ მცველს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება და მილანელები მის ხელში ჩაგდებას უფასოდ აპირებენ.

ნერაძური კვლავ განიხილავს მარაშ კუმბულას ტრანსფერს,თუმცა ის ერთი სეზონით ვერონაში იჯარის წესით დარჩება.გუნდი დიეგო გოდინის შემცვლელს ეძებს,რომელიც კონტეს სქემას ვერ მოერგო და უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს შეიცვლის.

Leave a Reply

Your email address will not be published.