Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ვიდალის კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს

არტურო ვიდალი ინტერის გეგმებში რომ არ შედის, ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნერაძურის ჩილელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს.

ვიდალი გუნდში გასული სეზონის სტარტზე თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანტონიო კონტეს მოთხოვნის შედეგად მივიდა, თუმცა მან მოლოდინები ვერ გაამართლა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, სიმონე ინძაგის მისვლის შემდეგ კი მისი ინტერში დარჩენა ფაქტობრივად გამორიცხულია.

ვიდალს ნერაძურისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ის სეზონში ხელფასის სახით 6.5 მილიონს იღებს, რისი გადახდაც ბენეამარას არ სურს და მზად არის ფეხბურთელი უფასოდ გაასხვისოს.