ინტერი ვიდალს არ დააჯარიმებს
ინტერი არტურო ვიდალს იუვენტუსთან მატჩის დროს შეცვლის გამო გამოთქმული პრეტენზიის გამო არ დააჯარიმებს.
ანტონიო კონტემ ჩილელი ფეხბურთელი 73-ე წუთზე შეცვალა, რამაც ვიდალის უკმაყოფილება გამოიწვია და კონტეს ასეთი სიტყვები უთხრა:
„ყოველთვის 22, მოედნიდან ყოველთვის 22 გადის…“
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერის ხელმძღვანელობამ ამ საკითხზე უკვე იმსჯელა და გუნდი 33 წლის ფეხბურთელს არ დასჯის.