Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ვიდალს მიუბრუნდა

ანტონიო კონტემ გუნდს არტურო ვიდალის გაფორმება სთხოვა და ინტერის წარმომადგენლები საქმეს უკვე შეუდგნენ.

ანტონიო კონტე და არტურო ვიდალი ერთად იუვენტუსში მუშაობდნენ და ჩილელი ფეხბურთელი ვარსკვლავად სწორედ კონტეს გუნდში ჩამოყალიბდა.

ინტერმა კონტეს თხოვნით ვიდალის გაფორმება იანვარში უკვე სცადა, თუმცა მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ და ტრანსფერი ჩაიშალა.

ნერაძური ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და შეთანხმების შემთხვევაში ბარსელონას ჩილელი ფეხბურთელის იაფად გაშვება მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *