Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ვიდალს უფასოდ უშვებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი მზად არის არტურო ვიდალთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიყოს და ჩილელი ფეხბურთელი გუნდიდან სრულიად უფასოდ გაუშვას.

34 წლის ფეხბურთელი, რომესაც კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება, სიმონე ინძაგის გეგმებში არ შედის და ნერაძურის ასეთი ფეხბურთელისთვის სეზონში 7 მილიონი ევროს გადახდა არ სურს.

ვიდალის სახელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მაგრამ ჯერჯერობით ჩილელი ნახევარმცველის ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ნერაძურიმ მისი გაშვება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვერ მოახერხოს.