ინტერი ვიქტორ მოზესს არ გამოისყიდის

ნიგერიელი ფეხბურთელი ჩელსის საკუთრებაა და ინტერში იჯარის წესით თამაშობს.ნერაძურის მისი გამოსყიდვის უფლება აქვს,თუმცა მილანელებს 12 მილიონი ევროს გადახდა არ სურთ და ფეხბურთელს ჩელსის დაუბრუნებენ.

მოზესმა ანტონიო კანდრევას ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლაში კონკურენცია ვერ გაუწია და არსებული კრიზისის გამო,ინტერი მასში 12 მილიონი ევროს დახარჯვის აზრს ვერ ხედავს.

ფეხბურთელმა უკვე გამოთქვა მილანში დარჩენის სურვილი,თუმცა მისმა ნაჩვენებმა თამაშმა გუნდის ხელმძღვანელობის დარწმუნება ვერ მოახერხეს და სეზონის ბოლოს ფეხბურთელი ლონდონში დაბრუნდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.