Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ვლაჰოვიჩისთვის ბრძოლას არ აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას არ აპირებს.

ედინ ჯეკოს ასაკიდან გამომდინარე და ალექსის სანჩესის სიტუაციის გათვალისწინებით, ინტერს შეტევის ხაზის გაძლიერება სჭირდება და რა თქმა უნდა, დუშან ვლაჰოვიჩის გუნდში ხილვის წინააღმდეგი გუნდის ხელმძღვანელობა არ იქნებოდა, თუმცა ბენეამატას მისი გასაფორმებელი ფული ფიზიკურად არ აქვს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სერბი ფეხბურთელის სახელი პანდემიის დაწყებამდე ბეპე მაროტას სასურველ ფეხბურთელთა სიაში მართლაც იყო, თუმცა ინტერი მის ტრანსფერზე ზაფხულში მუშაობას ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე არ აპირებს.