Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ვლაჰოვიჩის გაფორმებას აღარ შეეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა ფიორენტინას ახალგაზრდა ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმების იმედი დაკარგა და მის ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებს.

ნერაძური ლუკაკუს ერთ-ერთ შემცვლელად 21 წლის ტალანტს განიხილავს, თუმცა ფლორენციელები მის სანაცვლოდ მინიმუმ 65 მილიონს ითხოვენ და ატლეტიკოს წინადადება – 50 მილიონი ევრო უკვე უარით გაისტუმრეს, ინტერს კი ასეთი თანხის გადახდა არ შეუძლია.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ინტერის აბსოლუტური პრიორიტეტი ხოაკინ კორეაა და პარალელურად ლორენცო ინსინიეს სიტუაციასაც ყურადღებით აკვირდება.