Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი იანგს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ეშლი იანგმა ინტერში შესაძლოა კიდევ ერთი სეზონი გაატაროს.

იტალიურ მედიაში აქამდე იწერებოდა, რომ ვეტერანი ფეხბურთელი იტალიას სეზონის ბოლოს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვებდა, თუმცა The Sun-ის ინფორამციით, ინტერი 35 წლის ფეხბურთელს ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს.

ინტერი სკუდეტოს მოგებასთან ძალიან ახლოს არის და თუ კონტეს გუნდი ამას მოახერხებს, იანგი გახდება პირველი ინგლისელი გერი ჰიტჩენსის შემდეგ (1963 წელს), რომელიც სერია ა-ს მოგებას მოახერხებს.