Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი იანვარში პალმიერი – ალონსოდან ერთ-ერთის დამატებას შეეცდება

Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩელსის ემერსონ პალმიერის ან მარკოს ალონსოს დამატებას შეეცდება.

ინტერი ორივე მათგანის გაფორმებას გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს ცდილობდა, თუმცა ჩელსისთან ფასზე შეთანხმება ვერ მოახერხა.

იანვარში გუნდის ხელმძღვანელობა კონტეს მოთხოვნას დააკმაყოფილებს და გუნდის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ პოზიციას, მარცხენა ფლანგს აუცილებლად გააძლიერებს.