Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი იანვარში ჟერვინიოს გაფორმებას შეეცდება

Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერი და პარმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჟერვინიო – პინამონტის ბარტერს კიდევ ერთხელ განიხილავენ.

ამ გაცვლაზე გუნდები გასული სატრანსფერო ფანჯრის დროსაც მუშაობდნენ, თუმცა მაშინ ფეხბურთელი და მისი აგენტი, მინო რაიოლა წინააღმდეგები იყვნენ.

იქიდან გამომდინარე, რომ პინამონტის სათამაშო დრო ინტერში ფაქტობრივად არ ეძლევა, ის დიდი ალბათობით აზრს შეიცვლის და ინტერის დატოვებას დათანხმდება.