ინტერი იანვარში ჟირუს გაფორმებას გეგმავს
Tuttosport-ის ინფორმაციით, ნერაძური რომელუ ლუკაკუს შემცვლელის ძიებას განაგრძობს და მათი მთავარი კანდიდატი ჩელსის ფორვარდი, ოლივიე ჟირუ გახლავთ.
ფრანგი ფეხბურთელი ჩელსიში სულ უფრო და უფრო ცოტა სათამაშო დროს ღებულობს და გასულ კვირას ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ არის.
წყაროს ინფორმაციით, ნერაძურის მისი 6-თვიანი იჯარით აყვანა სურთ, სეზონის ბოლოს გამოსყიდვის პერსპექტივით.