Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი იანვარში ჩელსის მცველის დამატებას აპირებს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ინტერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩელსის ცენტრალური მცველის მალანგ სარის იჯარით დამატებას შეეცდება.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემდეგ, ბენეამატას გუნდის სიღრმის გაძლიერება სურს და Tuttomercato-ს ცნობით, მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ 22 წლის ფრანგი უკანახაზელი იქნება.

სარი ტუხელის გეგმებში არ შედის და მან მიმდინარე სეზონში მოედანზე ყველა ტურნირზე მხოლოდ 270 წუთი გაატარა. წყაროს ინფორმაციით, ბენეამტას მისი სეზონის ბოლომდე იჯარით გაფორმება სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.