Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ილივეირას გაფორმებას ცდილობს

ინტერი ხეტაფეს მათიას ოლივეირასის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ურუგვაელი ფეხბურთელის ჯუზეპე მეაცაზე მიყვანას ცდილობს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი გუშინ მილანში ჩაფრინდა და მხარეები ურუგვაელი მარცხენა მცველის პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობენ.

მარცხენა ფლანგის გაძლიერება სიმონე ინძაგის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა და ნერაძურის ემესრონ პალმიერი, მარკოს ალონსო და ფილიპ კოსტიჩი უკვე დაუკავშირეს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ნერაძური შედარებით იაფ ალტერნატივებს ეძებს.

ოლივეირას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევროა მითითებული, მაგრამ ნერაძურის ამ თანხის შემცირების იმედი აქვს.