Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი იმედს არ კარგავს, რომ ერიქსენი ფეხბურთს დაუბრუნდება

ინტერი და კრისტიან ერიქსენი იმედს არ კარგავენ, რომ დანიელი ნახევარმცველი ფეხბურთის თამაშის გაგრძელებას მოახერხებს, თუმცა ჯერჯერობით, სანამ ის სრულ გამოკვლევას არ ჩაიტარებს, რაიმე კონკრეტულის თქმა ძალიან რთულია.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერის და დანიის ნაკრების ექიმები ყოველდღიურ კონტაქტზე არიან და მხარეები ტესტების საბოლოო პასუხებს უახლოესი დღეების განმავლობაში ელოდებიან.

წყაროს ცნობით, გულის გაჩერების საბოლოო მიზეზის გარკვევის შემდეგ, თუ იარსებებს იმის მინიმალური შანსიც კი, რომ შემთხვევა შესაძლოა განმეორდეს, ერიქსენს იტალიაში ყველანაირი სპორტული აქტივობა აეკრძალება.

ფეხბურთში მოთამაშეების კონტრაქტების დაზღვევა მიღებული პრაქტიკაა და ნერაძური იმ შემთხვევაში, თუ კრისტიანი კარიერას ვერ გააგრძელებს, გარკვეულ ფულად კომპენსაციას მიიღებს, მაგრამ რა თქმა უნდა მის ღირებულებას სპორტული თვალსაზრისით ვერაფერი შეცვლის…