Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ინსინიეს კანდიდატურას განიხილავს ?

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ჯეკოს ტრანსფერის შემდეგ ინტერი ლორენცო ინსინიეს დამატებას განიხილავს.

ნაპოლის კაპიტანს პარტენოპეისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ფინანსური ასპექტების გამო მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ დე ლაურენტისი მზად არის იტალიელ ფორვარდს 25-30 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს.

ინტერი ლაციოდან ხოაკინ კორეას გაფორმებაზე მუშაობს, თუმცა ლაციო ჯერჯერობით მის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს, ამ თანხის გადახდა კი ნერაძურის არ სურს და შესაძლოა აქცენტი ლორენცოზე გააკეთოს.