Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ინსინიეს უფასოდ დამატებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი მიმდინარე სეზონის ბოლოს ნაპოლის კაპიტანის ლორენცო ინსინიეს უფასოდ დამატებას გეგმავს და მისთვის 4-წლიანი კონტრაქტი უკვე მზად აქვს.

ინსინიეს კონტრაქტი ნაპოლისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ფინანსური უთანხმოების გამო, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა სეზონის ბოლოს საკმაოდ რეალურია.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი 30 წლის ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის დროსაც ის წლიურად ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს, კონტრაქტის გაფორმებისას კი ერთჯერადი ბონუსის სახით კიდევ 6 მილიონი ჩაერიცხება.