Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ინძაგის უახლოეს 48 საათში წარადგენს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ნერაძური სიმონე ინძაგის გუნდში მისვლას უახლოეს 48 საათში გააოფიციალურებს.

ინძაგიმ ინტერთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა, თუმცა ლაციოს პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო მისი ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწვეტაზე, რომელიც 30 ივნისს იწურება, უარს ამბობდა, რის გამოც ოფიციალურმა განცხადებამ დაიგვიანა.

წყაროს ინფორმაციით, ინძაგი ფეხბურთელებს უკვე გაესაუბრა და მან სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებაც მოასწრო.