Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი იუვენტუსის გზას გაივლის?

გუშინ ნერაძურიმ ევროპა ლიგის ფინალი სევილიასთან წააგო, რის შემდეგაც ანტონიო კონტემ საკუთარ მომავალზე საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა.

ანტონიო კონტემ ღიად დააფიქსირა, რომ მისი მომავალი გუნდში გადაწყვეტილი არ არის, რაც მის წასვლაზე ხმები კიდევ უფრო გაამყარა და იტალიაში მის შემცვლელებზე საუბარი კვლავ აქტუალური გახადა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ანტონიო კონტეს შეცვლის მთავარი კანდიდატი მაქს ალეგრია, რომელიც იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ უმუშევარია.

Leave a Reply

Your email address will not be published.