Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი, იუვენტუსი და მილანი მადრიდის რეალის გამთამაშებლის გაფორმებას შეეცდებიან

Calciomercato-ს ინფორმაციით, სხვა ევროპულ გრანდებთან ერთად მადრიდის რეალის ფეხბურთელის – ისკოს გაფორმებით ინტერი, იუვენტუსი და მილანი ინტერესდება.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ისკო ზიდანის გეგმებში არ შედის და ფეხბურთელს გუნდის გამოცვლა სურს. 28 წლის ფეხბურთელის ფასი სათამაშო პრაქტიკის სიმცირის გათვალისწინებით საგრძნობლად დაეცა და მისი გაფორმება დაახლოებით 40 მილიონად არის შესაძლებელი.

იტალიური ტრიოდან ყველაზე რეალურ კანდიდატად მილანი მოიაზრება, რომელიც როგორც ჩანს შეეგუა, რომ ჩალჰანოღლუ გუნდს დატოვებს და მის შემცვლელს უკვე ეძებს. მთავარი პრობლემა ისკოს ხელფასია, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ის სეზონში 10 მილიონ ევროს ითხოვს, ასეთი ხელფასის გადახდა კი მილანის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.