Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი, იუვენტუსი და რომა ნიკოლო როველასთვის იბრძოლებენ

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჯენოას ნახევარმცველის, ნიკოლო როველას გასაფორმებლად ინტერი, იუვე და რომა იბრძვიან.

როველას მიმდინარე კონტრაქტი ჯენოასთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და გავრცელებული ინფორმაციით, მან ჯენოას ახალ ხელშეკრულებაზე უარი უკვე განუცხადა.

წყაროს მტკიცებით, ამ ეტაპზე მის ტრანსფერში ფავორიტად იუვენტუსი მიიჩნევა და სავარაუდოდ ტურინელები ფეხბურთელის გაფორმების შემთხვევაში მას 1-2 სეზონით ჯენოაში იჯარის წესით დატოვებენ.