Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი კავანის არ ეშვება

ფრანგული მედიის მტკიცებით,ნერაძური ედინსონ კავანის აგენტს დაუკავშირდა და მხარეებმა მისი ინტერში შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

პსჟ-სთან კავანის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და პარიზში 7-წლიანი თამაშის შემდეგ,ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა ინფორმაცია,რომ ურუგვაელ ფეხბურთელს ატლეტიკოში სურდა გადასვლა,თუმცა როგორც ჩანს,მხარეები კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

აქედან გამომდინარე,მილანელებს მისი გაფორმების შანსი კვლავ აქვთ და დანებებას არ აპირებენ.ბოლო რამდენიმე დღეში საქმეში კავანის ყოფილი გუნდი – ნაპოლი ჩაერთო,რომელიც არკადიუშ მილიკის შემცვლელს ეძებს,თუმცა ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს,რაც ნაპოლის რიგებში მომდევნო სეზონში ვერ მოხერხდება.

33 წლის კავანიმ მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრა ჩაატარა და თავი 7 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *