Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი კალიარის ფეხბურთელს იფორმებს

კალიარის ფეხბურთელი ნაიტან ნანდესი ძალიან მალე ინტერის ფეხბურთელი გახდება, ნერაძური მის სანაცვლოდ საპირისპირო მხარეს რამდენიმე ფეხბურთელს გაუშვებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, 25 წლის ურუგვაელი ნახევარმცველის სანაცვლოდ ინტერი კალიარიში რაჯა ნაინგოლანს, მატიას ვესინოს და აკადემიის 3 ფეხბურთელს გაუშვებს.

ნერაძური ბოკა ხუნიორსის ყოფილი ფეხბურთელით უკვე დიდი ხანია ინტერესდება, თუმცა მის ტრანსფერზე სერიოზული მუშაობა გუნდმა სიმონე ინძაგის მოთხოვნით დაიწყო.