Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი კანტეს ტრანსფერისთვის ფულის შეგროვებას იწყებს

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ნერაძური კანტეს ტრანსფერზე უარის თქმას არ აპირებს და ფინანსების მოსაძიებლად მარსელო ბროზოვიჩისა და ივან პერიშიჩის გაყიდვას გეგმავს.

გერმანელები პერიშიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და ინტერს მის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო შესთავაზეს. ბაიერნს დიდი ალბათობით მარტინესი და ალკანტარა დატოვებენ და რეკორდმაისტერი მათ შემცვლელს ეძებს. მათ გარდა, ინტერი რაჯა ნაინგოლანის გაყიდვაზეც მუშაობს და არც ის არის გამორიცხული, რომ შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ნერაძურიმ კრისტიან ერიქსენიც გაასხვისოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერს ერიქსენის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო სურს.

Leave a Reply

Your email address will not be published.