Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი კეიტა ბალდეს გაფორმებას ცდილობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი მონაკოს შემტევის კეიტა ბალდეს წარმომადგენლებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ფეხბურთელის დაბრუნებას ცდილობს.

SportItalia-ს ჟურნალისტის ჯანლუიჯი ლონგარის იფნორმაციით, 26 წლის სენეგალელ ფორვარდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის დატოვება სურს და მისი გაყიდვის წინააღმდეგი არც მონაკო არ გახლავთ.

ბალდემ თავის კარიერაში საუკეთესო პერიოდი ლაციოში, ინტერის ახალი თავკაცის სიმონე ინძაგის გუნდში გაატარა და იტალიელი სპეციალისტი მისი გუნდში ნახვის წინააღმდეგი არ არის.

კეიტას მიმდინარე კონტრაქტი მონაკოსთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ბენეამატას მისი გაფორმება დაახლოებით 8-10 მილიონი ევრო დაუჯდება.