Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი კესის გაფორმებაზე ოცნებობს…

ჰაკან ჩალჰანოღლუს უფასოდ გაფორმების შემდეგ, ნერაძური მომდევნო ზაფხულს როსონერის კიდევ ერთი ფეხბურთელის ფრანკ კესის გაფორმებაზე ოცნებობს.

კესის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მილანს ჯიჯო დონარუმასა და ჰაკან ჩალჰანოღლუს შემდეგ, კიდევ ერთი რთული მოლაპარაკებები ელოდება.

კესის მილანში დარჩნეა უნდა, მაგრამ ახალ კონტრაქტში ანაზღაურების სახით სეზონში 6 მილიონის მიღება სურს, Tuttosport-ის ინფორმაციით კი მილანს დაწესებული სახელფასო ჭერზე – 4 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ სურს.

წყაროს ინფორმაციით, ბეპე მაროტა კესის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და თუ მილანი კესისთან შეთანხმებას ვერ მოახერხებს, ბენეამატა მომდევნო სეზონის ბოლოს 24 წლის ფეხბურთელის უფასოდ გაფორმებას შეეცდება.