Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი კოლაროვის შეცვლას ლაციოს უკანახაზელით გეგმავს

ინტერის ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრ კოლაროვმა შესაძლოა ბენეამატას რიგები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს და გუნდს მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

კოლაროვს ინტერთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ის სათამაშო დროს ფაქტობრივად არ ღებულობს და ნერაძური მზად არის, ვეტერანი ფეხბურთელი იანვარში გუნდიდან სრულიად უსასყიდლოდ გაუშვას.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ლაციოს საკუთრებაში მყოფი ფარესი, რომელიც არენდის წესით ჯენოაში ასპარეზობს, გენუელების რიგებს დროის ნაკლებობის გამო იანვარში დატოვებს და ნერაძური დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას სწორედ ალჟირელი ფეხბურთელის დამატებით გეგმავს. ჯენოას მსგავსად, ინტერი 25 წლის უკანახაზელის არენდით გაფორმებას გეგმავს, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერპსექტივით.