Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი კონტეს გაშვებას არ განიხილავს

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს მიუხედავად, ინტერი ანტონიო კონტეს გუნდიდან გაშვებას არ განიხილავს.

ეს დიდწილად მისი კონტრაქტით არის განპირობებული. ანტონიო ინტერში ერთ სეზონში 12 მილიონ ევროს იღებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ნერაძურისთან ხელშეკრულების გაწყვეტა ანაზღაურების გარეშე მოისურვოს, ამიტომ ინტერს მისი დატოვება გუნდში კიდევ 18 თვე მოუწევს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა ინტერისთვის როგორც მათი ამბიციების, ასევე ფინანსური კუთხით დიდი დარტყმა იყო. ნერაძურიმ დაახლოებით 15-20 მილიონი ევრო დაკარგა, რასაც სპონსორებისგან ბონუსები დაემატებოდა.

ანტონიო კონტე სერია ა-ში ერთ მატჩში საშუალოდ 2.2 ქულას აგროვებს, თუმცა მისი მაჩვენებელი ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით დაბალია – 1.39. იტალიელი სპეციალისტი ლიგაზე 5-ჯერ გავიდა და 3-ჯერ ჯგუფში ჩარჩენა მოახერხა…