Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი კონტეს პოტენციურ შემცვლელს ეძებს

როგორც ანტონიო კონტემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ის ინტერის ხელმძღვანელობისგან გარანტიებს ითხოვს, რომ 2 წლის წინ დაწყებული პროექტი რთული ფინანსური სიტუაციის მიუხედავად გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის.

იტალიური მედიის ცნობით, ფინანსების მოსაძიებლად ნერაძურის შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს, ასეთი ნაბიჯის შემთხვევაში კი იტალიელი სპეციალისტის გუნდიდან წასვლა გარდაუვალი გახდება.

La Repubblica-ს ინფორამციით, ინტერმა მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზადება დაიწყო და თუ კონტე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, რაც ამ ეტაპისთვის ნაკლებად მოსალოდნელია, ბეპე მაროტა გუნდში მაქს ალეგრის მიყვანას შეეცდება.

ალეგრიმ უკვე დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონში ის ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე მისი მისვლა იუვენტუსში ყველაზე რეალურია.

იტალიური მედიის მტკიცებით, სტივენ ჟანგი მილანში უახლოეს საათებში ჩაფრინდება და ნერაძურის მეწილეთა შეკრება გაიმართება, რის შემდეგაც ძალიან ბევრ რამეს პასუხი გაეცემა.