Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი კონტეს შესაძლო შემცვლელს ეძებს

ინტერის ყველა ქომაგი ანტონიო კონტესა და სტივენ ჟანგის შეხვედრის მოლოდინშია, რომლის შემდეგაც გადაწყდება, დარჩება თუ არა იტალიელი სპეციალისტი ნერაძურის სათავეში.

თუმცა, იტალიურ მედიაში ანტონიო კონტეს შესაძლო შემცვლელებზე უკვე ლაპარაკობენ და ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჩირო ვერენატოს ინფორმაციით, თუ კონტე გუნდს დატოვებს, ინტერი მის შეცვლას მაქს ალეგრის კანდიდატურით შეეცდება.

ინტერის გარდა, მაქს ალეგრის სახელი იუვენტუსს, ნაპოლის და მადრიდის რეალსაც დაუკავშირეს, ამიტომ ნერაძურის მაქსის გუნდში მიყვანა საკმაოდ გაუჭირდება.