Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი კონტრაქტს პერიშიჩთანაც გაწყვეტს ?

ინტერი სახელფასო ჭერის 15-20 პროცენტით შემცირებაზე მუშაობას განაგრძობს და ნერაძური რაჯა ნაინგოლანთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე უკვე მუშაობს, თუმცა ბელგიელი ფეხბურთელის კონტრაქტის გაწყვეტა როგორც ჩანს მხოლოდ დასაწყისია.

შემდეგი რიგში ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი დგას, თუმცა Calciomercato-ს ცნობით ბეპე მაროტა ხელშეკრულების გაწყვეტას კიდევ ერთ ფეხბურთელთან ივან პერიშიჩთან გეგამვს.

პერიშიჩი ინტერში სეზონში ხელფასის სახით 6.5 მილიონ ევროს იღებს და ნერაძურის იმედი აქვს, რომ ფეხბურთელთან ხელშეკრულებას 1.5 მილიონის სანაცვლოდ გაწყვეტს.