Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი კორეას ლაციოდან თებერვალში გამოისყიდის

ინტერს ლაციოდან არგენტინელი ფორვარდის ხოაკინ კორეას გამოსყიდვა თებერვლის თვეში მოუწევს.

27 წლის ფეხბურთელი ინტერს ლაციოდან მიმდინარე სეზონის სტარტზე იჯარის წესით შეუერთდა. კონტრაქტის მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვალში ინტერის მიერ აღებული პირველი ქულის შემდეგ კორეას გამოსყიდვა ლაციოდან სავალდებულო გახდება.

ბენეამატა ტუკუს სანაცვლოდ ლაციოს 25 მილიონ ევროს გადაუხდის.