Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი კოუტინიოს დაბრუნებას გეგმავს

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ინტერმა შესაძლოა ბარსელონას ფელიპე კოუტინიო 1-წლიანი იჯარით დაიბრუნოს.

კოუტინიომ ინტერის რიგები 2013 წელს დატოვა და ლივერპულში გადაბარგდა, სადაც ევრპოაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და 2018 წლის იანვარში ბარსელონას შეუერთდა, მაგრამ მისი ესპანური კარიერა ისეთივე წარმატებული არ გამოდგა და კატალონიელებს მისი გუნდიდან გაშვება სურთ.

ფინანსური სიტუაციის გამო, ბარსელონას კოტინიოს სანაცვლოდ მოთხოვნილი 45-50 მილიონს ამ ეტაპზე ვერავინ გადაუხდის, ამიტომ იჯარა ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალია. წყაროს ინფორმაციით, ნერაძური მზად არის ბრაზილიელი ფეხბურთელი იჯარით აიყვანოს, მაგრამ ამისთვის კოუტინიოს ხელფასის – 8.5 მილიონის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.