Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი კოუტინიოს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

ბარსელონა ფელიპე კოუტინიოს გუნდიდან გაშვებას ცდილობს და ბრაზილიელი ფეხბურთელის ერთ-ერთ მსურველად ინტერი დასახელდა.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნერაძური მზად არის ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარით გაიფორმოს და სანაცვლოდ მისი ხელფასის ნახევარი – 4.5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ბლაუგრანა სახელფასო ჭერის შემცირებას ცდილობს და კარგად ესმის, რომ კრიზისის გამო კოუტინიოს, პიანიჩის, უმტიტის და სხვა ბალასტის გაყიდვა გაუჭირდება, ამიტომ მათი იჯარით გაშვებას სერიოზულად განიხილავს…