Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი კოუტინიოს ტრანსფერით ინტერესდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, ინტერი ბარსელონას ბრაზილიელი შემტევის ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ინტერესდება.

კოუტინიო ბლაუგრანას გეგმებში აღარ შედის და ესპანურ გრანდს, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, მისი გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი.

El Nacional-ის ინფორმაციით, ნერაძურიმ ბარსას კოუტინიოს სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ესპანელებს ამაზე 2-ჯერ მეტი თანხის გამომუშავება სურს.

29 წლის ფეხბურთელი ინტერის რიგებში უკვე თამაშობდა და 2013 წელს ლივერპულს 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.