ინტერი კუმბულას არ ივიწყებს

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით,ინტერს ვერონას მარაშ კუმბულას ტრანსფერზე იმედი არ დაუკარგავს.

ბოლო კვირეებში გავრცელებული ინფორმაციით,კუმბულას ტრანსფერში ლაციო დაწინაურდა და ალბანელი ფეხბურთელი არწივების რიგებში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

თუმცა დღეს დილით გაჩნდა ინფორმაცია,რომ ინტერის სპორტული დირექტორი – პიერო აუსილიო კუმბულას წარმომადგენლებს შეხვდა.

ინტერს ვერონასთვის რაიმე კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავს.აუსილიომ ფეხბურთელის აგენტს აცნობა,რომ ინტერს მის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს,უბრალოდ გუნდი სანდრო ტონალის გაფორმებაზეა კონცენტრირებული და კუმბულას სულ მალე მიუბრუნდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.