ინტერი კუმბულას ტრანსფერში კვლავ ფავორიტია?
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია,რომ იუვენტუსმა ვერონას მარაშ კუმბულას სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო და 2 ფეხბურთელი შესთავაზა და საერთო ჯამში 32 მილიონი გამოვიდა,რაზეც თანხმობა მიიღო.
თუმცა,მოგვიანებით იტალიურმა მედიამ ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა,რომ 20 წლის ალბანელის გაფორმების ფავორიტი კვლავ ნერაძურია.
ფეხბურთელის გაფორმებას ლაციოც ცდილობს,რომელმაც ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზა და წლიურ ხელფასად 1.5 მილიონ ევროს შეპირდა.